- აკრედიტაცია
- • კონკრეტულ დიპლომატიურ პოსტზე ამა თუ იმ პირის სამსახურის წარმომადგენლობის მეთაურისთვის (ელჩის, დესპანის ან საქმის რწმუნებულისთვის) თანამდებობის დაკავების მკაცრად განსაზღვრული ნაციონალური და საერთაშორისო სამართლის წესი.Source: ლეგაშვილი ნიკოლოზ, დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,• (ლათ. Accredo ვენდობი) - დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის ან სამთავრობათაშორისო საერთაშორისო ორგანიზაციასთან სახელმწიფოს წარმომადგენლობის დანიშვნის პროცესი, რაც ასეთი უფლებამოსილების შესახებ შესაბამისი აქტის ჩაბარებასაც მოიცავს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანდა საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა.Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.• საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. საქართველოში Aამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით.Source: შენი არჩევანი-შენი წინსვლაა : [ცნობარი / პროექტის ხელმძღვ. ლიუდმილა კლოტცკი] - თბ., 2008 : შპს "საარი"
Georgian encyclopedia. 2013.